ატლანტელების მორიგი მარცხი. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ამჯერად მრისხანე მეტოქესთან, დრამატულ ფინალში, 1 ქულით წააგო. ლოს ანჯელესში, ადგილობრივ „ლეიკერსთან“ დაძაბული შეხვედრის ბოლო წამებზე კობი ბრაიანტმა ჯორჯიელებს გამარჯვება წაართვა. მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე ჯოს სმიტმა და ალ ჰორფორდმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და ამ უკანასკნელის მოხდენილად ჩატენილი ბურტით ატლანტელები 98:97 დაწინაურდნენ. თამაში, როგორც ხდება ხოლმე, საკუთარ თავზე ბრაიანტმა აიღო და ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო დამცველ ჯოშ სმიტის ხელებიდან გამარჯვების ბურთი ჩააგდო.
ატლანტელებს შეტევისთვის დარჩენილი ჰქონდათ 9 წამი და ზუსტად იგივე კომბინაცია გაათამაშეს, რაც წინა შეტევისას, თუმცა ამჯერად მასპინძლებმა დაცვაში იყოჩაღეს, კარგად დააზღვიეს ჰორფორდი, რომელიც პირით ხაზღან მიიმწყვდიეს და აიძულეს პერიმეტრზე უზუსტო პასი გაეკეთებინა. ბურთი სტივ ბლეიკმა ჩაჭრა და „ლეიკერსმა“ გამარჯვება გაიფორმა – 99:98.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, მაგრამ ბოლო მეოთხედამდე მოედანზე მხოლო 10 წუთი იმყოფებოდა. გადამწყვეტ პერიოდში ქართველმა ცენტრმა 6 წუთი ითამაშა და საკმაოდ დიდი როლი სეასრულა იმასი, რომ ატლანტელებმა გამარჯვების შანსი ბოლო წამებამდე შეინარჩუნეს. შეტევაში ვერა, მაგრამ ზაზა დაცვაში საიმედო იყო და რამდენიმე ძალიან საჭირო პასი გასცა. საბოლოოდ ფაჩულიას ანგარიშზე 2 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. ზაზამ მხოლოდ ერთხელ შეუტია ლეიკერსელთა ფარს და ისიც ზუსტად.
33 მოგებითა და 25 წაგებით „ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციაი მე-4 ადგილზე რჩება. მომდევნო, 6-მატჩიანი გასვლითი ტურნის ბოლო შეხვედრა ატლანტელები დენვერში, ხვალ, გამთენიისას გამართავენ.