ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა

სამი საგამოფენო მატჩის გამოტოვების შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა. „ატლანტა ჰოუქსმა“ ნბა–ს რეგულარული ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა ორლანდოში გამართა და გამანადგურებელი მარცხი იწვნია – 86:123.
ზაზა ფაჩულიამ 15 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 2 მოხსნა, ერთიც ჩაჭრა მიითვალა. ატლანტელთა ქართველმა ცენტრმა თამაშიდან განხორციელებული 3 სროლიდან 2 ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან ორივე სროლა ზუსტად გამოიყენა.
ამით „ატლანტამ“ საგამოფენო მატჩების სერია დაასრულა და დამდეგ ოთხშაბათს სეზონის პირველ მატჩში „ინდიანას“ უმასპინძლებს.
 

ზაზა ფაჩულიას ორქულიანს ვინს კარტერმა ოდენ თვალი გააყოლა