გრიპის გამო 2 მატჩის გამოტოვების შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა – თანაც პირდაპირ ხუთეულში მოუწია თამაშმა. ამის მიზეზი ატლანტელთა ცენტრის, ალ ჰორფორდის ტრავმაა, ვის მაგივრადაც “ჰოუქსის” მწვრთნელმა ქართველი ცენტრი გაამწესა.როგორც ჩანს, გრიპის ვირუსმა ფაჩულიას ფიზმომზადებას დაღი დაასვა – მიუხედავად იმისა, რომ ზაზამ მოედანზე საკმაო დრო, 30 წუთი დაყო, შესაფერისი შედაგიანობით არ გამოირჩეოდა. ზაზამ ხუთჯერ შეუტია საშუალო მანძილიდან “ფილადელფიას” ფარს და მხოლოდ ერთი ჩააგდო, ხოლო 4 საჯარიმოდან 2 მოათავსა მეტოქის კალათში. ქართველი ფორვარდი შედარებით უკეთ გაისარჯა ფარქვეშ და ატლანთელთაგან ყველაზე მეტი (6) მიზანს აცილებული ბურთი მოხსნა.რაც შეეხება თავად მატჩს, ატლანტელებმა ისევ წააგეს. მიუხედავად იმისა, რომ ფაჩულიას გუნდი შინ თამაშობდა, ვერაფერი მოუხერხა საშუალო გაქანების “ფილადელფიას” და 94:109 წააგო. ამ მარცხმა “ატლანტას” ცხრილში ადგილი ვერ შეუცვალა, “ქორები” თავის დივიზიონში ისევ მეორეზე არიან, აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მეხუთე ადგილი უკავიათ.
ზაზა ფაჩულიამ ფილადელფიელ რეჯი ევანსს ბურთი არ დაანება