ზაზა ფაჩულიამ “საკრამენტოსთან” შეხვედრის პირველ მეოთხედში 14 ქულა დააგროვა, მატჩი 12-დან 11 ზუსტი სროლით დაასრულა და საბოლოოდ, თავი 23 ქულას, 2 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემასა და ამდენივე ჩაჭრას მოუყარა. “ატლანტამ” შინ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და ჯერაც ინარჩუნებს აღმოსავლეთის კონფერენციიდან რვა საუკეთესო გუნდში, ანუ ფლეი ოფში მოხვედრის შანსებს.“ატლანტამ” მატჩი 99:76 მოიგო, რაც მიმდინარე რეგულარულში ამ გუნდისთვის ყველაზე დიდი დადებითი ბალანსია.ფაჩულიას თამაში ნამატჩევს “კინგზის” მთავარმა მწვრთნელმა რიკ ადელმანმაც გამოარჩია: “ზაზამ მატჩი ძალიან კარგად დაიწყო და “ატლანტამ” სწორედ ამის ხარჯზე მოახერხა სოლიდურად დაწინაურება.”
ატლანტა – საკრამენტო 99:7631:21, 22:21, 25:8, 21:26ატლანტა: ჩილდრესი (33 წთ. 25 ქ. 3 მ. 3 პ. 1 ჩ), ზაზა ფაჩულია (29 წუთი, 23 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 1 შეცდომა, 2 ფოლი), მერვინ უილიამსი (29 წთ. 13 ქ. 11 მ. 2 პ. 1 ჩ. 1 დ), ჯოშ სმიტი (33 წთ. 9 ქ. 12 მ. 10 პ. 3 ჩ. 3 დ), ე. ჯონსონი (26 წთ. 2 ქ. 7 პ. 3 მ) – ს. სტაუდმაიერი (25 წთ. 13 ქ. 4 პ. 2 ჩ), შელდენ უილიამსი (19 წთ. 6 ქ. 7 მ. 1 პ. 1 ჩ. 1 დ), ს. ჯოუნსი (13 წთ. 4 ქ. 1 მ. 1 დ), ლიუ (23 წთ. 2 ქ. 4 მ. 3 პ), ბატისტა (3 წთ. 2 ქ. 2 მ), აივი.საკრამენტო: კევინ მარტინი (30 წთ. 13 ქ. 4 მ. 2 პ), არტესტი (33 წთ. 12 ქ. 7 მ. 2 პ. 1 დ), ბიბი (23 წთ. 5 ქ. 2 მ. 2 პ. 1 ჩ), აბდურ-რაჰიმი (16 წთ. 3 ქ. 2 მ. 1 ჩ), ბ. მილერი (12 წთ. 2 ქ. 2 მ. 1 პ. 1 ჩ. 1 დ) – უილიამსონი (28 წთ. 14 ქ. 1 მ), ჯ. უილიამსი (15 წთ. 7 ქ. 5 მ. 1 პ. 1 ჩ. 1 დ), სალმონსი (25 წთ. 6 ქ. 2 მ. 2 პ), გარსია (25 წთ. 6 ქ. 9 მ), პრაისე (16 წთ. 4 ქ. 3 მ. 2 პ. 1 ჩ), დუბი (9 წთ. 4 ქ. 1 მ. 1 პ), პოტაპენკო (3 წთ. უქულოდ, 1 მ).
ატლანტა ჰოქსი: 68 მატჩი, 27 მოგება, 41 წაგება, IV ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში, XI ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.მომდევნო მატჩი: ატლანტა-მაიამი (21 მარტი).