ფაჩულიამ “ჩიკაგოსთან” სეზონის რეკორდი გამოაცხო

 ზაზა ფაჩულიამ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონში ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა : ჩიკაგოში “ბულზთან” გასვლით მატჩში ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში სარეკორდოდ ბევრი, 39 წუთს ითამაშა და ასევე სარეკორდო 18 ქულას მოუყარა თავი, რასაც 4 მოხსნაც მოაყოლა. აღვნიშნოთ, რომ ზაზას საამსეზონო რეკორდიც 18 იყო, ოღონდ მოხსნებში.შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საინტერესო ბრძოლაში დამთავრდა. ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში თანაბარი გახლდათ, საბოლოოდ კი ჯორჯიელებმა 105:102 იმარჯვეს, რაშიც საკუთარი წვლილი ფაჩულიამაც შეიტანა.ტრავმირებული ალ ჰორფორდისა და მერვინ უილიამსის არყოფნაში “ჰოუქსის” მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ვუდსონმა ზაზა მაქსიმალურად დატვირთა და არც უნანია.ქართველმა ცენტრმა 11-დან 6 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 4 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 1 პასი და 1 დაფარება წაამატა.ფაჩულიამ ბურთი ერთხელ დაკარგა, ორჯერ მას დაუფარეს, მსაჯებს კი 4 პერსონალური დასტყუა.”ატლანტა” მომდევნო შეხვედრას შაბათ დილით, ატლანტაში, ზაზას ყოფილ კლუბ “მილუოკი ბაქსის” (20 მოგება, 24 მარცხი) წინააღმდეგ ჩაატარებს.

ზაზა აარონ გრეის ეღობება