ფაჩულიამ დეტროიტში 10 ქულით დაიწყო

ფაჩულიამ დეტროიტში 10 ქულით დაიწყო

“დეტროიტში” ზაზა ფაჩულიას დებიუტი “ოკლაჰომასთან” საგამოფენო მატჩში შედგა. ქართველმა ცენტრმა ინდუსტრიული ქალაქის გუნდში პირველად ითამაშა და საკმაოდ შედეგიანიც იყო.

ფაჩულიას მონაგარი ახლოს ვერ მივა “დეტროიტის” ძირითადი ცენტრის, ანდრე დრამონდის შედეგთან, თუმცა როცა მას ასვენებდა, ქართველი ფორვარდიც წარმატებით იხვეჭდა ქულებს. ზაზამ 14 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართელმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიამ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

შეხვედრა ოკლაჰომა სიტიში გაიმართა და დეტროიტელთა გამარჯვებით – 97:91 დასრულდა. “პისტონსის” წარმატებაში სოლიდური წილი აქვს დრამონდს, რომელმაც 34 წუთში 31 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა. მასპინძელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო დენის შროდერი, ხოლო ცნობილ რასელ ვესტბრუკს ოკლაჰომელთა გუნდში არ უთამაშია.

შემდეგ საგამოფენო მატჩს დეტროიტი 6 ოქტომბერს, სან ანტონიოში, “სფურსთან” გამართავს.