ფაჩულიამ “გალათასარაიში” პირველი ოფიციალური მატჩი დამაჯერებლად ითამაშა

ფაჩულიამ “გალათასარაიში” პირველი ოფიციალური მატჩი დამაჯერებლად ითამაშა

თურქეთის ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ზაზა ფაჩულიას „გალათასარაიმ“ გასვლითი გამარჯვება იზეიმა. სტამბოლელებმა სტუმრად გუნდი „ოლინი“ 98:71 დააარცხეს და ამ წარმატებაში თავისი წილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.
 
ფაჩულიამ 18 წუთი ითამაშა და 11 ქულასთან ერთად 5 ოხსნა და 1 პასიც მიითვალა. ზაზამ 7 ორქულიანიდან 4 ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან სამივე სროლა გამოიყენა.  მატჩის საუკეთესო მოთამაშე „გალათასარაის“ ლიტველი ფორვარდი დარიუს სონგაილა გახდა, რომელმაც 17 წუთში 19 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
 
მეორე ტურში, 22 ოქტომბერს „გალათასარაი“ კლუბ „ბანდირმას“ უმასპინძლებს. 19 ოქტომბერს კი სტაბოლელები ევროლიგის გათამაშებაში ჩაებმებიან. ფაჩულიას გუნდი სტუმრად პოლონურ „პროკომს“ დაუპირისპირდება.