ფაჩულიამ გაციების გამო “ვაშინგტონთან” არ ითამაშა

გუშინ „ატლანტა ჰოუქსმა“ მოროგი გამარჯვება მოიპოვა, ოღონდ პირველად მოხდა ამ სეზონში, რომ ზაზა ფაჩულია მოედანზე არ გამოსულა. „ქორების“ ქართველ ცენტრს გაციების სიმპტომები აქვს და სახლში დარჩა, ატლანტელებმა კი 94:82 დაამარცხეს ლიდერის – იარაღის ტარებაში ბრალდებული ჯილბერტ არენასის გარეშე დარჩენილი ვაშინგტონელი „ჯადოქრები“.
როგორც ამ სეზონის უმეტეს მატჩებში, ატლანტელებს ახლაც ჯო ჯონსონმა და ჯამალ კროუფორდმა ულიდერეს, ხოლო ფაჩულიას პოზიციაზე ძირითადში მოთამაშე ალ ჰორფორდმა 33 წუთში 7 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
ამ გამარჯვებამ „ატლანტა“ ერთი მოგებით მიაახლოვა აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამეზე მყოფ „ორლანდოსთან“.
მომავალ მატჩს ატლანტელები შინ „ფინიქსთან“ გამართავენ.