ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” დასავლური ტურნე “გოლდენ სტეიტთან” სტუმრობით და 114:119 მარცხით დაასრულა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და თანაბარი გამოდგა, რომელშიც კვანძი ბოლო წუთებზე გაიხსნა და სამწუხაროდ, ფაჩულიას მეტოქე გუნდის სასარგებლოდ.ფაჩულია კვცლავ ხუთეულში იყო – მოედანზე 30 წუთი გაატარა და გუნდს 14 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება შეაწია. ქართველმა თამაშიდან 8-ჯერ სცადა ბედი და 4 ტყორცნა შედეგიანი გამოუვიდა. ფაჩულიამ თამაშის პირველი წუთები შედარებით ინერტულად ჩაატარა – დასაწყისშივე პერსონალური შენიშვნა მიიღო, რასაც ზედიზედ ორი გაცუდებული ტყორცნაც დაუმატა. თუმცა, შემდეგ ქართველი ცენტრი შესანიშნავად ათამაშდა და პერიოდის დასრულებამდე 8 ქულის, 4 მოხსნისა და ერთი დაფარების მითვლა მოახერხა. სათქმელია, რომ ორჯერ მან ზემოდან ეფექტური გდებით იხეირა. დარჩენილ პერიოდებში, ფაჩულიას თამაშიდან აღარ ჩაუგდია, საჯარიმოს ხაზიდან შესრულებული 8 სროლიდან 6 გამოიყენა.ატლანტელთა შორის ყველაზე შედეგიანი ჯო ჯონსონი იყო, რომელმაც 25 ქულასთან ერთად, 6 პასიც მიითვალა. მორის ევანსმა და მაიკ ბიბიმ შეხვედრა, შესაბამისად, 21 და 20 ქულით დაასრულეს.ატლანტელებს 23 მოგება და 16 წაგება აქვთ, ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში მეორე, ხოლო მთლიანად აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს ინარჩუნებენ. “ჰოუქსი” მომდევნო შეხვედრას 19 იანვარს, საკუთარ მოედანზე გამართავს “ტორონტოსთან” ითამაშებს.
ფაჩულია გოლდენსტეიტელების გარემოცვაში