ზაზა ფაჩულიამ რეგულარულის მორიგ შეხვედრაში “ინდიანა პეისერზის” წინააღმდეგ 16 ქულა დააგროვა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საბოლოო გამარჯვებისთვის და “ატლანტა ჰოქსი” 90:113 დამარცხდა. ზაზა მთელი მატჩის განმავლობაში ეფექტურად გამოიყურებოდა და 16 ქულა და 7 მოხსნა სულ რაღაც 24 წუთში დააგროვა. 16 ქულით იგი ჯოშ სმიტთან ერთად თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო, “ჰოქსმა” კი ეს მატჩიც თავისი საუკეთესო მოთამაშის, ჯო ჯონსონის გარეშე ჩაატარა, რომელმაც ტრავმის გამო შესაძლოა სეზონის დარჩენილი ნაწილიც კი გამოტოვოს.
ინდიანა-ატლანტა 113:90 (36:23, 32:21, 16:21, 29:25)ინდიანა: მერფი (22 ქ. 6 მ), მ. დანლივი-უმცროსი (21 ქ. 3 მ), გრეინჯერი (19 ქ. 4 მ), ჯ. ონილი (10 ქ. 7 მ).ატლანტა: ჯოშ სმიტი (16 ქ. 11 მ. 4 დ. 2 პ), ზაზა ფაჩულია (24 წუთი, 16 ქულა, 7 მოხსნა, 1 შეცდომა, 4 ფოლი), მ. უილიამსი (12 ქ), ჩილდრესი (11 ქ. 10 მ. 5 პ), ე. ჯონსონი (4 პ).
ზაზა ფაჩულია: 64 მატჩი, 11.9 ქულა, 7.0 მოხსნა, 1.4 პასი, 1.0 ჩაჭრა, 0.5 დაფარება.
ატლანტა ჰოქსი: 67 მატჩი, 26:41, IV ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონშI, XII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: ატლანტა – საკრამენტო (19 მარტი).