ფაჩულიამ “მილუოკის” 5 ჩაუგდო და 5 მოუხსნა

ფაჩულიამ “მილუოკის” 5 ჩაუგდო და 5 მოუხსნა

ზაზა ფაჩულიას „ატლანტას“ არცთუ ძლიერ „მილუოკისთან“ გაუჭირდა, თუმცა ოვერტაიმში გადასული შეხვედრა მაინც სათავისო შედეგით დაასრულა – 106:102.
ქართველი ცენტრმა, რომელიც გასულ მატჩებში შედარებით პასიური იყო, „მილუოკისთან“ 14,22 წუთი ითამაშა და 5–5 ქულა–მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 3–ჯერ შეუტია საშუალო დისტანციიდან და 1 ჩააგდო, ხოლო 4 საჯარიმოდან 3 მოარტყა მიზანში. ქულა–მოხსნების გარდა ფაჩულიამ 2 ჩაჭრაც გაახერხა.
ამასობაში რამდენიმე მატჩი წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მესამე ადგილი „ატლანტას“ გადაულოცა „ბოსტონ სელტიქსმა“. ატლანტელებს სადღეისოდ 37 მოგება და 20 მარცხი აქვთ. „ქორები“ მომდევნო მატჩს 2 მარტს გამთენიისას ჩიკაგოში, ადგილობრივ „ხარებთან“ ჩაატარებენ.