ფაჩულიამ “მინესოტას” შვიდჯერ მოუხსნა

„ატლანტა ჰოუქსმა“ რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში შინ „მინესოტა ტიმბერვულვსი“ 98:92 დაამარცხა, „ქორების“ ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ კი 10,38 წუთში 2 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
ქართველმა ცენტრმა 4–ჯერ შეუტია საშუალო დისტანციიდან და ყველა სროლა აუცდა, ხოლო ის 2 ქულა საჯარიმოს ხაზიდან მოაგროვა. ზაზას კონკურენტმა, ხუთეულის წერვმა ალ ჰორფორდმა 37 წუთში 11 ქულას, 13 მოხსნა ს და 5 პასს მოუყარა თავი. საერთოდ კი ატლანტელებს ჯოშ ჰოვარდმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
ატლანტელები აღმოსავლეთ კონფერენციაში 3–4 ადგილებს „ბოსტონთან“ იყოფენ. მომდევნო შეხვედრას კი „ქორები“ 26 თებერვალს შინ „დალასთან“ ჩაატარებენ.
 

ზაზა ფაჩულია მინესოტელთა ცენტრ
ალ ჯეფერსონს ბურთს არ ანებებს