ფაჩულიამ ოლ სტარის გამოკითხვაში 194 421 ხმით დასავლელ წინახაზელებში მე-8 ადგილზე აინაცვლა

ფაჩულიამ ოლ სტარის გამოკითხვაში 194 421 ხმით დასავლელ წინახაზელებში მე-8 ადგილზე აინაცვლა

სასიხარულო ინფორმაცია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციიდან. ნბა-ს ყველა ვარსკვლავის მეორე და ბოლო საშუალედო შედეგები გამოქყვეყნდა, სადაც „დალას მავერიკსის“ ქართველი ფორვარდი ზაზა ფაჩულია 194,421 ხმით დასავლეთ კონფერენციის წინახაზელთა შორის მე-8 ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ ამის წინ, 25 დეკემბერს გამოქვეყნებულ საშუალედო შედეგებში ფაჩულია 10-ეულშიც კი არ იყო. ფაჩულიას კონკურენტებს შორის მე-10 ადგილზე 42 ათასი ხმით კევინ გარნეტი იყო, ხოლო უშუალოდ ქართველის ხმათა რაოდენობა (ათეულში ვერმოხვედრის გამო) საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. დღეს კი შედეგები რადიკალურად განსხვავებულია. ზაზამ 10-ეულში შეაბიჯა და სადღეისოდ მე-8 ადგილზე იმყოფება.
ფაჩულია დაახლოებით 4300 ხმით უსწრებს საკრამენტოელ სუპერვარსკვლავ დემარკუს ქაზენსს, 11 000-ით – ოკლაჰომელ ენეს კანტერს, ხოლო სანანტონიეოლ ლამარკუს ოლდრიჯს მთელი 72 000-ით ჯობნის. ზაზას კონკურენტია მისი თანაგუნდელი დიკრ ნოვიცკი, რომელიც მე-13 ადგილზეა და ზაზას მთელი 95 000 ხმით ჩამორჩება.
ფაჩულიას ნომინაციაში პირველ ადგილზეა კობი ბრაიანტი 1 262 118 ხმით. ამ შედეგით კობი მთელი გამოკითხვის ლიდერია. მეორე პოზიციაზეა დასავლეთ კონფერენციის უკანახაზელთა ლიდერი სტივ კარი (925 789 ხმა).
შეგახსენებთ, რომ გამოკითხვის შედეგად 10 კალათბურთელი უნდა შეირჩეს, რომლებიც აღმოსავლეთ და დასავლეთის კონფერენციის გუნდების ხუთეულებს შეავსებენ. ოლ სტარის გუნდების დანარჩენ 7-7 კალათბურთელს კი მწვრთნელები დაასახელებენ.
გამოკითხვის შედეგად თითოეული კონფერენციის წინახაზელებიდან 3-3 საუკეთესო მოხვდება ხუთეულში, ხოლო უკანახაზელებიდან – საუკეთესო 2-2 კალათბურთელი. გამოკითხვა 18 იანვრამდე გაგრძელდება, ხოლო უშუალოდ ოლ სტარი 14 თებერვალსაა დაგეგმილი.
აღმოსავლეთ კონფერენცია წინახაზელები
1          ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) 636,388
2          პოლ ჯორჯი (ინდიანა) 457,554
3          ანდრე დრამონდი (დეტროიტი) 261,158
 
აღმოსავლეთ კონფერენცია უკანახაზელები
1          დუეინ ვეიდი (მაიამი) 562,558
2          კაირ ირვინი (კლივლენდი) 271,094
3          კაილი ლოური (ტორონტო) 242,276
 
დასავლეთ კონფერენცია წინახაზელები
1          კობი ბრაიანტი (ლეიკერსი) 1,262,118
2          კევინ დიურანტი (ოკლაჰომა) 616,096
3          დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი) 332,223
4          კაუვი ლეონარდი (სან ანტონიო) 330,929
5          ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი) 298,212
6          ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი) 261,491
7          ტინ დანკანი (სან ანტონიო) 228,995
8          ზაზა ფაჩულია (დალასი) 194,421                                             
 
დასავლეთ კონფერენცია
უკანახაზელები
 
1          სტივ კარი (გოლდენ სტეიტი) 925,789
2          რასელ ვესტბრუკი (ოკლაჰომა) 479,512
3          კრის პოლი (კლიპერსი) 268,672

შეგახსენებთ, ხმის მიცემის რამდენიმე პროცედურას:
1) შედით ბმულზე: http://vote.nba.com/?iref=asv16_intlsearchbar&cid=asv16_intlsearchbar და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და „დალას მავერიკსის“ ერთ-ერთ ლიდერ ზაზა ფაჩულიას ნბა-ს ოლ სტარში მოსახვედრად.
თუ არ ხართ nba.com-ზე ექაუნთის მფლობელი, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე:https://secure.nba.com/membership/user/register/
2) ხმის მიცემა (დღეში ერთხელ) შესაძლებელი ფეისბუქიდან. ხმის მიცემის პროცედურა ამ შემთხვევაში უფრო მარტივია. სტატუსში ვწერთ #nbavote zaza pachulia და ვფოსტავთ.
 3) შედიხართ საიტზე google.com. საძიებო სისტემაში ვწერთ nba vote mavs, რის შემდეგაც სისტემა მოძებნის „დალასის“ შემადგენლობას. მოვნიშნავთ ზაზა ფაჩულიას და ვაჭერთ „submit vote”. როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში, ხმის მიცემა აქაც შესაძლებელია დღეში ერთხელ.
4) ანალოგიური გზით ხმის მიცემა შეუძლიათ twitter-ის მომხმარებლებსაც. 
იაქტიურეთ და მხარი დაუჭირეთ ზაზა ფაჩულიას!!!