ფაჩულიამ საკუთარ დაბადების დღეზე სასტარტო ხუთეულში ითამაშა

ფაჩულიამ საკუთარ დაბადების დღეზე სასტარტო ხუთეულში ითამაშა

ზაზა ფაჩულიამ, რომელიც 10 თებერვალს 30 წლის გახდა, თავი დაბადების დღეზე “მილუოკის” სასტარტო ხუთეულში ითამაშა. ამის მიზეზი 2 რამ იყო: ქართველი ცენტრის შედეგიანი თამაში ბოლო მატჩებში და “ბაქსის” ძირითადი ცენტრის – ლარი სანდერსის ტრავმა. მილუოკელებმა “ბოსტონს” უმასპინძლეს და სეზონში 42-ე მარცხი განიცადეს – 86:102.
ზაზა ფაჩულიას გუნდი ბოლო მეოთხედამდე იბრძოდა დაგადამწყვეტი პერიოდის წინ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა ბოსტონელებმა დარჩენილ დროში დიდებულად ითამაშეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვეს.
ქართველმა ცენტრმა 32 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 8 მოხნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 8-დან 3 ორქულიანიდა 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მილუოკელთაგან საუკეთესო ბრენდონ ნაითი იყო, რომელმაც 22 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ბოსტონელებში კი 29 ქულით ჯეფ გრინი გამოირჩა.
“მილუოკი” მომდევნო მატჩს “მილუოკი” 12 თებერვალს, შინ “ნიუ ორლეანთან” გამართავს.