ფაჩულიამ “ვაშინგტონს” 5 ქულა ჩაუგდო.

ზაზა ფაჩულიამ ბოლო მატჩებთან შედარებით შედარებით მეტი დროით ითამაშა „ატლანტა ჰოუქსის“ ამ გამთენიისას გამართულ შეხვედრაში. „ქორებმა“ ამერიკის დედაქალაქში 105:99 მოუგეს „ვაშინგტონს“, ქართველმა ცენტრმა კი 18 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა და თითო პას–დაფარება მიითვალა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და თანაბარი ორთაბრძოლის ბოლოს ატლანტელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
ფაჩულიამ თამაშიდან 2–ჯერ შეუტია ვაშინგტონელთა კალათს და ორივე ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 მოათავსა მეტოქის კალათში.
ამ გამარჯვების შემდეგ ატლანტელებმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილი დაიბრუნეს. მომდევნო მატჩს „ჰოუქსი“ ხვალ, საკუთარ ქალაქში „დეტროიტის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.
 

ზაზა ფაჩულია ჯავალი მაკგის დაფარებას ცდილობს