ფაჩულიამ ზედიზედ მეორე შეხვედრა გამოტოვა

ფაჩულიამ ზედიზედ მეორე შეხვედრა გამოტოვა

საქართველოს ნაკრების ლიდერმა, “ატლანტა ჰოქსის” ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ მიკროტრავმის გამო ზედიზედ მეორე შეხვედრა გამოტოვა. ამჯერად, ფაჩულიას  “ჰოქსი” გასვლაზე “ფილადელფიას” შეხვდა და დამატებით დროში 104:109 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მსვლელობისას სტუმრები 17 ქულასაც კი იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.
ფილადელფია – ატლანტა 109:104 ო.ტ. (24:30, 17:23, 29:21, 23:19, 16:11)