ფაჩულიას 10 ქულა და 7 მოხსნა

„ატლანტა ჰოუქსმა“ რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩი სტუმრად „მილუოკის“ 104:96 მოუგო და აღმოსავლეთ დივიზიონში მესამე ადგილი გაინაღდა. ბოლო მატჩი „კლივლენდთან“ რომც წააგოს. ზაზა ფაჩულიას გუნდი მაინც გადაასწრებს „ბოსტონს“, რომელთანაც მთელი სეზონის მანძილზე უწევდა ცხრილში პაექრობა.
ქართველმა ცენტრმა „მილუოკისთან“ რიგიანად ითამაშა. 22–წუთნახევარში ფაჩულიამ 10 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიიითვალა. ზაზამ 5–დან 4 ორქულიანი და 5–დან 2 საჯარიმო მიითვალა.
ატლანტელები პლეი ოფის პირველ წრეში სავარაუდოდ „მაიამის“ შეხვდებიან.