ფაჩულიას 13 მოხსნა, 4 ქულა და გამარჯვება მოქმედ ჩემპიონ “კლივლენდთან”

ფაჩულიას 13 მოხსნა, 4 ქულა და გამარჯვება მოქმედ ჩემპიონ “კლივლენდთან”

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ ბოლო წლების მთავარ მეტოქეს უმასპინძლა და ისე მოუგო, შანსი არ დაუტოვა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდ კავალერსი“ 126:91 გაანადგურა, ქართველი ლეგიონერი კი ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მოზიარე იყო. ფაჩულია თანაგუნდელ დრეიმონდ გრინთან ერთად მატჩის საუკეთესო მომხსნელი გახდა – ზაზას არ ჰყავდა კონკურენტი ფარზე – მან 13 მოხსნა 21 წუთში მოიპოვა.

„გოლდენ სტეიტმა“ „კლივლენდთან“ გასული სეზონის ფინალური სერია თადმა, ხოლო 25 დეკემბერს კლივლებდში ბოლო წამებზე 108:109 დამარცხდა. დღევანდელი გამარჯვება იყო სრული რევანში გასული წაგებებისთვის. ოკლენდელებმა მოქმედი ჩემპიონი 35 ქულის სხვაობით დაამარცხეს.
ზაზა ფაჩულიამ 13 მნოხსნა მოიპოვა, რითაც თანაგუნდელ დრეიმონდ გრინთან ერთად მატჩის საუკეთესო მეფარე გახდა. ზაზამ სასტარტო ხუთეულში – 21 წუთი ითამაშა და ნახსენებ 13 მოხსნასთან ერთად 4 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველ ცენტრს მეტოქე მეფარეებიდან კონკურენტი არ ჰყავდა. ფაჩულიამ მატჩის უმეტესი მოხსნა მიითვალა თანაგუნდელ დრეიმონდ გრინთან ერთად.
 „გოლდენ სტეიტმა“ უშუალო კონკურენტის ძლევით კიდევ უფრო გაიმყარა დასავლეთ კონფერენციისაა და სრულიან ნბა-ს ლიდერობა. 35 მოგებითა და 6 მარცხით ოკლენდელები საუკეთესო შედეგს ფლობენ და მორიგ მატჩს 19 იანვარს, სტუმრად „ოკლაჰომასთან“ გამართავენ.