ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ოკლენდელებმა “ნიუ იორკს” უმასპინძლეს და 123:112 დაამარცხეს, რაშიც სოლიდური წილი ქართველმა ფორვარდმა დაიდო.
არადა, “გოლდენ სტეიტისთვის” მატჩი უხეიროდ დაიწყო. მასპინძებმა საწყისი პერიოდი 21:31 წააგეს და კარგა ხნის მანძილზე ჩამორჩებოდნენ.
” გოლდენ სტეიტმა” თამაში მეორე პერიოდში, სათადარიგოების მოედანზე გამოსვლის შემდეგ გამოასწორა და მესამე პერიოდის წინ სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა – 58:60. დაიწყო მესამე თორმეტწუთეული და ამოიქოქა სტეფ კარის მანქანა. თუმცა, მთავარი მექულება ზაზას არ დაუთმია: სწორედ მისი ზუსტი საჯარიმოების წყალობით მატჩში პირველად დაწინაურდა ” გოლდენ სტეიტი” – 64:62. ხოლო მესამე პერიოდის საწყის 6 წუთში 22 ქულიდან 7 მისი იყო.
ზაზამ თავისი მე-13 ქულა მესამე მეოთხედის მე-6 წუთზე ჩააგდო და სხვაობა 9 ქულამდე გაზარდა – 80:71.
მატჩის ამერიკელმა კომენტატორებმა კომპლიმენტს კომპლიმენტი მიაყოლეს: ფაჩულია დიდებულია… როცა სხვებს გაუჭირდათ, ფარქვეშ ლიდერობა ითავა… ზაზა თამაშობს…
მწვრთნელმა ქართველი ცენტრი მეოთხედის მეექვსე წუთზევე შეცვალა. სტეფ კარიმ და კომპანიამ კი შეხვერრა მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე – 123:112.
ზაზას მონაგარი: 14 წუთი, 13 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 6-დან 5 ორქულიანი, 3- დან 3 საჯარიმო.
სტეფ კარიმ 32 ქულა ჩააგდო, კევინ დურანტმა 14-14 ქულა-მოხსნა მიითვალა.
“გოლდენ სტეიტი” მომდევნო მატჩში, 26 იანვარს “მინესოტას” მიიღებს.