ფაჩულიას 14 ქულა და “ატლანტას” მოგება

ზაზა ფაჩულიამ მორიგი კარგი თამაში უჩვენა საწიასეზონო საგამოფენო მატჩში. „ატლანტა ჰოუქსმა“ „შარლოტ ჰორნეტსი“ ისტუმრა და 107:90 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა ატლანტელთა გამარჯვებაში 14–ქულიანი წილი დაიდო, რასაც 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა.
უნდა აღინიშნოს, რომ ზაზამ ამჯერადაც აჯობა თავის კონკურენტს ცენტრის პოზიციაზე – ალ ჰორფორდს, ვინაც ისევ სასტარტოში ითამაშა და მოედანი კვლავ ზაზაზე ცუდი სტატისტიკით დატოვა. ჰორფორდმა მოედანზე 19 წუთი გაატარა და 8 ქულას, 6 მოხსნას და თითო პასს, ჩაჭრას და დაფარებას გამორჩა. ფაჩულიამ კი 14 ქულის შეგროვებას 17 წუთი დააჭირვა. ზაზამ 6–დან 4 ორქულიანი მიითვალა, ხოლო საჯარიმოს ხაზზე 7–ჯერ დადგა და 6 სროლა მიზანში გაარტყა.
მომდევნო საგამოფენო მატჩს ატლანტელები 14 ოქტომბერს მემფისში ჩაატარებენ.
 

ზაზა ფაჩულიას ალექსის აჯინგა ეღობება