ფაჩულიას 4 ქულა, 7 მოხსნა და საშინაო მარცხი “საკრამენტოსთან”

ფაჩულიას 4 ქულა, 7 მოხსნა და საშინაო მარცხი “საკრამენტოსთან”

არაერთი წამყვანი მოთამაშის გარეშე დარჩენილი “გოლდენ სტეიტი” შინაურ არენაზე რიგით “საკრამენტოს” ვერ გაუმკლავდა. ოკლენდელები მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ, თუმცა ბოლო ორ წუთში ჩამორჩნენ და 93:98 წააგეს.

გადამწყვეტ მომენტში თამაში საკუთარ თავზე აიღო დრეიმონდ გრინმა, მაგრამ მის გვარდით არ აღმოჩნდა ისეთი კალათბურელი, რომელიც “მეფეების” დაცვას გაჭრიდა. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია სამ ლიდერს სტეფ კარის, კლეი ტომპსონსა და კევინ დურანტს. საწყისი ორი ტრავმირებულია, დურანტი მწვრთნელმა დაასვენა.

ზაზა ფაცულია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მწვრთნელმა სტივ კერმა ის მხოლოდ 17 წუთით და ბოლო პერიოდში არ ათამაშა. ზაზამ 17 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. იგი პლუს-მინუსების გრაფის მიხედვით საუკეთესო გოლდენსტეიტელი იყო: მისი მოედანზე ყოფნისას “მეომრები” 6-ით დაწინაურდნენ. ფაჩულიას გარდა + მხოლოდ ორ მასპინძელს ეწერა – ომრი კასპის (+2) და ჯავალ მაკგის (+1). გრინმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი, კარიერის საუკეთესო მატჩი ითამაშა “მეომართა” გამთამაშებელმა ქიუნ კუკმა – 23 ქულა. “საკრამენტოს” 22 ქულით სათადარიგო ბადი ჰილდი გაუძღვა.

“გოლდენ სტეიტი” მომდევნო მატჩს 18 მარტს გამთენიისას (თბილისი დროით 6 საათზე) “ფინიქსთან” სტუმრად გამართავს.