ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” მორიგი მატჩი მოიგო. ტეხასელებმა “ფინიქს სანსს” უმასპინძლეს და მეტოქე 104:94 დაამარცხეს. ქართველმა ცენტრმა, რომელიც ორმაგ დუბლებში ლიგის ერთ-ერთი ლიდერია, ჩვეული ულუფა მოხსნების კუთხით შეასრულა, თუმცა ქულებში ეს ვერ შეძლო.
ზაზა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი მიითვალა და შეხვედრა 4 ქულით დაასრულა. სამაგიეროდ, ქართველი ცენტრი ფარქვეშ დომინირებდა და დალასელთაგან ყველაზე მეტი – 12 მოხსნა მიითვალა. საბოლოო ჯამში მის ანგარიშზე 4 ქულა, 12 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა. პასივში ზაზას 2 ჯარიმა და 5 დაკარგვა ჰქონდა.
დალასელთაგან საუკეთესო შედეგი რეიმონდ ფელტონმა დააფიქსირა, რომელმაც 17 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ბომბარდირობა 18 ქულით დერონ უილიამსმა შეითავსა, დირკ ნოვიცკის ანგარიშზე კი 14 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. ფინიქსელთაგან 23 ქულით საუკეთესო ერიკ ბლედსო გახდა, ხოლო ჯონ ლუერმა პირად ანგარიშზე 15 ქულა და 13 მოხსნა ჩაიწერა.
14 მოგებითა და 11 მარცხით დალასელები დასავლეთ დივიზიონში მე-5 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი ინდიანაპოლისში 16 დეკემბერს, “ინდიანა პეისერსთან” გამართავს.