ფაჩულიას 4 ქულა და 4 მოხსნა “ნიუ ჯერსისთან”

„ატლანტა ჰოუქსმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ზაზა ფაჩულიას გუნდი სტუმრად ლიგის ყველაზე ცუდი შედეგის მქონე გუნდ „ნიუ ჯერსის“ ეთამაშა და დამაჯერებლად – 108:84.
ქართველმა ცენტრმა 14 წუთი ითამაშა და 4 ქულა, ამდენივე მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ფაჩულიამ 3–ჯერ შეუტია საშუალო მანძილიდან და 2 ჩააგდო.
ატლანტელებისთვის ეს 43–ე გამარჯვება გამოდგა და ისინი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–3 ადგილს ინარჩუნებენ. მომდევნო შეხვედრას „ქორები“ 17 მარტს ტორონტოში გამართავენ.
 

ზაზა ფაჩულია ტერენს უილიამსს უფარებს