ფაჩულიას 6 ქულა, 9 მოხსნა და “დალასის” ზედიზედ მე-5 მარცხი

ფაჩულიას 6 ქულა, 9 მოხსნა და “დალასის” ზედიზედ მე-5 მარცხი

„დალასს“ კრიზისი უდგას. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ზედიზედ მე-5 მატჩი წააგო, რაც მიმდინარე სეზონში ამ გუნდის ყველაზე ცუდი შედეგია. მორიგი მარცხი ტეხასელებმა შინ, „ინდიანასთან“ განიცადეს. დირკ ნოვიცკის 30-მა ქულამ „დალასს“ ვერ უშველა, რომელმაც „პეიზერსთან“ შეხვედრა 105:112 დათმო.
ფაჩულიამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, თუმცა მოედანზე 17 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და მოგროვილ 6 ქულას დალასელთაგან უმეტესი 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბოლო მატჩების მსგავსად ტეხასელთაგან საუკეთესო კვლავ დირკ ნოვიცკი გახლდათ, რომელმაც თავი 30 ქულას მოუყარა. 15 ქულა ვესლი მეთიუზის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო დევიდ ლიმ 19 წუთში 10 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. „ინდიანაში“ 20 ქულით საუკეთესო პოლ ჯორჯი გახლდათ. 17 ქულა ყოფილი დალასელი მონტა ელისის ანგარიშზე დაგროვდა.
33 მოგებითა და ამდენივე წაგებით „დალასი“ დასავეთ კონფერენციის 7-8 ადგილებს „პორტლენდთან“ იყოფს. მე-9 ადგილზე მყოფ „იუტას“ 30 მოგება და 35 მარცხი აქვს. მომდევნო შეხვედრას დალასელები 15 მარტს სტუმრად, „შარლოტთან“ გამართავენ.