ფაჩულიას 6 ქულა და “ატლანტას” მორიგი გამარჯვება

ფაჩულიას 6 ქულა და “ატლანტას” მორიგი გამარჯვება

ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ სეზონის მეორე მატჩიც მოიგო. „ქორებმა“ შინაურ „ფილიპს არენაზე“ „ვაშინგტონს“ უმასპინძლეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს – 101:83.
 
ქართველი ცენტრი, რომელმაც წინა მატჩში „ნიუ ჯერსისთან“ ორმაგი დუბლი შეასრულა, ამჯერად შედარებით მოკრძალებული იყო. ფაჩულიამ 16 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ 2–დან 1 ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. სტაბილურად მოთამაშე ატლანტელთაგან კი მარვინ უილიამსი გამოირჩა, რომელმაც 17 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
 
ატლანტელები მორიგ მატჩს ჩვენი დროით 31 დეკემბერს, გამთენიისას, „ნიუ ჯერსისთან შინ ჩაატარებენ.