მორიგი საგამოფენო მატჩები გამართეს ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას გუნდებმა. „ატლანტა“ ჰოუქსმა „ნიუ ორლეანს“ უმასპინძლა და 97:68 იმარჯვა, ხოლო შენგელიას „ბრუკლინი“ შინ „ბოსტონთან“ 85:115 დამარცხდა.
წინა ორ მატჩში სასტარტოში ყოფნის შემდეგ სათადარიგო იყო ზაზა ფაჩულია. ქართველმა ცენტრმა 17 წუთი ითამაშა და მოედანი 6 ქლით, 4 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დატოვა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხუთეულში მის პოზიციაზე მყოფმა ალ ჰორფორდმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 10 ქულა, 11 მოხსნა.
მომდევნო მატჩს „ატლანტა“ 26 ოქტომბერს დეტროიტში გამართავს.
ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ უშედეგო მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ. მისმა „ბრუკლინმა“ 2 დღის წინ სტუმრად „ბოსტონი“ ქულით დაამარცხა, დღეს გამთენიისას კი შინაურ „სელტიქსთან“ კედლებში 85:115 წააგო. შენგელია სათადარიგო იყო და 10 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 3 სროლა (2 ორულიანი) და 2 საჯარიმო ააცილა. შენგელიამ მოედანი 2 პასით და 1 ჩაჭრით დატოვა.
მომდევნო საგამოფენო შეხვედრა შენგელიას გუნდს ხვალ, გამთენიისას, შინ „ფილადელფიასთან“ აქვს.