ფაჩულიას 7 ქულა და 10 მოხსნა ფინიქსთან მოგებულ მატჩში

ფაჩულიას 7 ქულა და 10 მოხსნა ფინიქსთან მოგებულ მატჩში

ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მატჩი “დეტროიტში”. ქართველმა ცენტრმა ახალ გუნდში ერთ-ერთ სტატისტიკურ მაჩვენებელში პირველად უწია ორმაგ ნიშნულ და ეს მოხსნები გახლდათ. ფაჩულიას 3 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე, მისმა გუნდმა კი შინ იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი “ფინიქსი” 118:107 დაამარცხა.

ზაზამ მოედანზე 13 წუთი დაჰყო, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა გუნდს 7 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ფაჩულიამ 3-დან ერთი ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. 19 ქულით და 16 მოხსნით დეტროიტელთაგან საუკეთესო ანდრე დრამონდი გახლდათ.

“დეტროიტი” 10 მოგებით და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში მიჩიგანელები შინ, 28 ნოემბერს, “ნიუ იორკ ნიქსს” შეხვდებიან.