ფაჩულიას გარეშე “დალასმა” ჰიუსტონში წააგო

ფაჩულიას გარეშე “დალასმა” ჰიუსტონში წააგო

ზაზა ფაჩულიას ფეხის მცირე ტრავმა აწუხებს და ის ჰიუსტონში დაასვენეს. ქართველი ცენტრის გარეშე დარჩენილმა დალასელებმა ტეხასური დერბი წააგეს. „როკეტსმა“ შეხვედრა 115:104 მოიგო.
ქართველი ცენტრის არყოფნაში სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ტუნისელმა სალაჰ მეჯრიმ, რომელიც ორმაგ დუბლამდე მივიდა. ნბა-ს ისტორიაში პირველი ტუნისირი დუბლი ასე გამოიყურება – 10 ქულა, 11 მოხსნა. დალასელთაგან საუკეთესო შედეგი კი ჩანდლერ პერსონსმა დააფიქსირა, რომელმაც 31 ქულა მიითვალა. გამარჯვებულებს 29 ქულით ტრევორ არიზამ და სამმაგი დუბლის (23 ქულა, 15 მოხსნა, 10 პასი) მიმთვლელმა ჯეიმზ ჰარდენმა ულიდერეს.
25 მოგებითა და 21 წაგებით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 27 იანვარს ლოს ანჯელესში „ლეიკერსთან“ ელის.