შობა დღის მატჩები ნბა-ში გამორჩეული მოვენაა. ამ დღეს ორგანიზატორები სპეციალურად ნიშნავენ ისეთ შეხვედრებს, რომლებიც დაძაბულობით გამოირჩვა. დღის ცენტრალურ მატჩს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. წლეულს ასეთი გახლდათ გასული სეზონის ფინალისტების – „კლივლენდისა“ და „გოლდენ სტეიტის“ მატჩი რომელში მონაწილეობაც, ცხადია, ოკლენდელთა სასტარტო ცენტრმა ზაზა ფაჩულიამაც მიიღო.
მატჩიც ძალიან დაძაბული გამოდგა და სამწუაროდ, ფაჩულიას გუნდის მარცხით დასრულდა. „გოლდენ სტეიტი“ გმარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა კაილ ირვინმა ოკლენდელებს გამარჯვება ჯიბიდან ამოაცალა. შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე სტეფ კარიმ სამქულინით 108:105 დააწინაურა „გოლდენ სტეიტი“.
ამას მასპინძლებმა ირვინის სწრაფი ორქულიანით უპასუხეს და შემდეგ დაცვაში ბურთიც მოიპოვეს. საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ირვინმა გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინა და 109:108 „კლივლენდის“ სასარგებლოდ. სტუმრებს ჰქონდათ თაამაშის გადარჩენის შანსი, მაგრამ კევინ დიურანტს ბურთის მიღებისას ფეხი დაუცდა და წაიქცა. ოკლენდელთა ლიდერმა ფარს ფიცარნაგზე მჯდომმა შეუტია, მაგრამ ძალიან შორს იყო და ბურთმა კალათმდე ვერ მიაღწია.
დიურანტმა შეხვედრა 36 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა. 24 ქულა ჰქონდა კლეი ტომპსონს, ხოლო 15-15 სტეფ კარის და დრეიმონდ გრინს. სასტარტო ხუთეულის კიდევ ერთმა წევრმა – ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 13 წუთი გაატარა და 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. რაც შეეხებათ კლივლენდელებს, მოქმედ ჩემპიონს 31 ქულით და 13 მოხსნით ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. კაილ ირვინმა გამრჯვებულებს 25 ქულა, 10 პასი, 7 ჩჭრა და 6 მოხსნა შემატა.
წაგების მიუხედავად, „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციას და სრულიად ლიგას ლიდერობს. ოკლენდელებს 27 მოგება და 5 მარცხი ქვთ. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 29 დეკემბერს, შინ „ტორონტოსთან“ გამართავს.