ფაჩულიას გუნდმა მოგების გემო გაიხსენა

ფაჩულიას გუნდმა მოგების გემო გაიხსენა

4 მარცხის შემდეგ ზაზა ფაჩულიას გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. „მილუოკი ბაქსმა“ „ვაშინგტონ უიზარდსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 91:85 დაამარცხა.
გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც სასტარტო ხუთეულში – 25 წუთი ითამაშა და 8 მოხსნა, 5 პასი და 4 ქულა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, თუმცა დაცვაში ყოჩაღობდა და თანაგუნდელებს პასებით ამარაგებდა.
მაიკლ კარტერ-უილიამსის შემდეგ (9) ფაჩულია შედეგიან გადაცემებში საუკეთესო იყო. ბომბარდირი კი კრის მიდლტონი გახდა, რომელმაც 30 ქულა მიითვალა. „ვაშინგტონში“ მარცინ გორტატმა 35 წუთში 10 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.
ამ გამარჯვებით „მილუოკიმ“ „ვაშინგტონთან“ ჩამორჩენა შეამცირა. 33 მოგებითა და 29 მარცხით ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, ვაშინგტონელები კი მოგებ-წაგებების 35-28 შეფარდებით მე-5-ზე არიან. მომდევნო მატჩს „მილუოკი“ 9 მარტს, შინ „ნიუ ორლეანთან“ გამართავს.