ფაჩულიას გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა

რეგულარულში მორიგი გამარჯვება მოიპოვა ზაზა ფაჩულიას “ჰოქსმა”, რომელმაც გასვლაზე 116:99 “მემფისი” დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა 15 წუთში 4 ქულა დააგროვა და 5 მოხსნა გააკეთა. მან ასევე 4 შეცდომა დაუშვა და მატჩი 3 პერსონალურით დაასრულა. ფაჩულიამ თამაშიდან ორივე სროლა გააფუჭა და ოთხივე საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო “მემფისის” ფორვარდი რუდი გეი, რომელმაც მატჩი 29 ქულით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 74 მატჩი, 34:40, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, VIII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
ზაზა ფაჩულია: 54 მატჩი (5 სასტარტოში), 5.0 ქულა, 4.1 მოხსნა, 0.5 შედეგიანი გადაცემა.
მომდევნო მატჩი: 3 აპრილი (საკუთარ მოედანზე, ტორონტო).