ფაჩულიას “ჰიუსტონთან” ორმაგ დუბლამდე 3 ქულა დააკლდა

ფაჩულიას “ჰიუსტონთან” ორმაგ დუბლამდე 3 ქულა დააკლდა

პორტლენტში გადატანილი წარმატებული ბრძოლის შემდეგ ზაზა ფაჩულიას „დალასმა“ თანაშტატელ „ჰიუსტონს“ უმასპინძლა და 4 ქულის სხვაობით – 96:100 დამარცხდა. ქართველ ცენტრს, რომელიც მოპოვებული ორმაგი დუბლებით მთელს ნბა-ში მე-2 ადგილზეა, ამ შედეგამდე 3 ქულა დაკლდა.
ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. ზაზამ 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრის ანგარიშზე საბოლოოდ 7 ქულა, 11 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა. ორმაგი დუბლი შეასრულა დირკ ნოვიცკიმ, რომელიც 16 ქულითა და 10 მოხსნით დალასელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო.
11 მოგებითა და 9 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში კვლავ 4-5 ადგილებს იყოფს „მემფისთან“. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 6 დეკემბერს „ვაშინგტონთან“ ელის.