ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ საპლეიოფო სერია წარმატებით გახსნა – „ქორებმა“ შირაურ „პეპსი სენთერში“ დუეინ ვეიდის „მაიამი ჰითი“ 90:64 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს შეხვედრა ასევე წარმატებული გამოდგა ზაზა ფაჩულიასთვის, რომელმაც კარიერაში პირველი საპლეიოფო დუბლი შეასრულა – ქართველი ცენტრი თავისიანებს 10 ქულითა და 10 მოხსნით შეეწია. აქამდე ზაზას შვიდ საპლეიოფო მატჩში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და შვიდივე გასულ სეზონზე, „ბოსტონთან“ გამართულ სერიაზე მოდის. თუმცა შარშან ზაზამ ვერც მოხსნებში უწია ათიან ზღვარს და ვერც ქულებში. ახლა კი ერთბაშად შეასრულა ორმაგი დუბლი.
ფაჩულიას ბევრი არ უთამაშია. ის 19 წუთით გაიყვანეს მოედანზე და ამ ხნის განმავლობაში მან 10–ჯერ შეუტია მაიამელთა კალათს, საიდანაც 4 სროლა წარმატებული აღმოჩნდა. ზაზამ ორიდან ორივე საჯარიმოც მიითვალა და ასე მოაგროვა 10 ქულა. უნდა აღინიშნოს, რომ ზაზას ოპონენტმა მაიკლ ბისლიმაც 10 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, თუმცა მან ფაჩულიაზე გაცილებიტ მეტი – 32 წუთი ითამაშა.
მომდევნო მატჩს ატლანტელები 22 აპრილს კვლავ საკუთარ მოედანზე გამართავენ.
ზაზა ფაჩულია მაიამელების კალათში ბურთს ტენის