ზაზა ფაჩულიას გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. „მილუოკი ბაქსმა“ ნიუ იორკში ადგილობრივი „ნიქსი“ 99:91 დაამარცხა, რითაც მე-6 ადგილი შეინარჩუნა და პლეი ოფში გასვლის შანსი უფრო ხელშესახები გახადა. რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ 3 მატჩში მილუოკელებს 1 გამარჯვება აკლიათ, პლეი ოფის საგზური რომ გაინაღდონ.
ეს ალბათ ასეც მოხდება და „მილუოკიც“ 2008 წლის მერე გახდება პირველი გუნდი, რომელმაც წინა სეზონში ნბა-ს გუნდებს შორის ყველაზე ცუდი შედეგის მქონემ მომდევნო სეზონში პლეი ოფში გასვლა მოახერხა. ბოლოს ეს 2007-08 წლების სეზონში ეს „მაიამი ჰითმა“ შეძლო.
ნიუ იორკში გამართულ მატჩში ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში, 20 წუთი ითამაშა. ქართველმა ენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ზაზამ 9 ქულასთან ერთად 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. საუკეთესო შედეგი გიანის ანტეტოკოუმპომ აჩვენა – 23 ქულა, 9 მოხსნა.
39 მოგებითა და 40 მარცხით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. 37 მოგება-42 მარცხით მე-7 და მე-8 ადგილებს „ბოსტონი“ და „ბრუკლინი“ იყოფენ. სწორედ ბრუკლინურ გუნდს ეთამაშება დღეს „მილუოკი“, რომლის ძლევის სემთხვევაში პლეი ოფს ოფიციალურად გაინაღდებს.