ფაჩულიას “მილუოკიმ” “შარლოტ ჰორნეთსთან” 101:108 წააგო

დასავლური ტურნედან დაბრუნებულმა „მილუოკი ბაქსმა“ შინაურ არენაზე „შარლოტ ჰორნეთსს“ უმასპინძლა და მარცხი იწვნია. ზაზა ფაჩულიას გუნდმა მესამე მეოთხედი ჩააგდო და სიტუაცია თამაშის ბოლომდე ვეღარ გამოასწორა – 101:108.
ქართველმა ცენტრმა 17 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ზაზამ 6-დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. მილუოკელთაგან გამორჩეული იყო ბრენდონ ნაითი, რომლის 34 ქულამ „ხარირმებს“ ვერ უშველა.
წაგების მიუხედავად „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე დარჩა. ფაჩულიას გუნდს 14 მოგების წილ 15 წაგება აქვს და მორიგ მატჩში, 26 დეკემბერს ქართველი ცენტრის ყოფილ გუნდ „ატლანტას“ ეთამაშება.