ფაჩულიას მინესოტური 8 ქულა

მას შემდეგ, რაც „ატლანტას“ ძირითადმა ცენტრმა ალ ჰორფორდმა ტრავმა მოიშუშა, ზაზა ფაჩულიამ სათადარიგოებში გადაინაცვლა. ეს მოხდა ამ გამთენიისას, როცა „ჰოუქსი“ მინესოტაში ჩავიდა და იქაური „ტიმბერვულვზი“ 94:86 დაამარცხა.
ზაზა ფაჩულიამ 23 წუთი ითამაშა, დაახლოებით იმდენი, რამდენიც ამ მატჩში სასტარტო ჰორფორდმა და კონკურენტზე ორჯერ მეტი ქულა დააგროვა. ზაზამ 4–დან 3 ორქულიანი და 3–დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 5 მოხსნა და თითო ჩაჭრა–დაფარება მოაყოლა. ჰორფორდმა კი 25 წუთში 4 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
ატლანტელები ისევ მეოთხე ადგილზე არიან აღმოსავლეთ კონფერენციაში, ხოლო საკუთარ, სამხრეთ–აღმოსავლეთ დივიზიონში მხოლოდ „ორლანდოს“ ჩამორჩებიან.
 

ზაზა მინესოტელი რაშარდ
მაკანტსის დაფარებას ცდილობს