ზაზა ფაჩულიამ ბოლო 2 დღეში 2 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან ერთში ორმაგი დუბლით გამოირჩა. „ატლანტა“ ნბა–ს ერთ-ერთ აუტსაიდერ “ვაშინგტონ უიზარდსს” ხვდებოდა და 111:90 დაამარცხა, ქართველმა კალათბურთელმა კი 11 ქულითა და 12 მოხსნით გამოიჩინა თავი.
ფაჩულიას ჯორჯიელთა სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშია, თუმცა კი, “ფილიპს არენას” მოედანზე კონკურენტ ალ ჰორფორდზე მეტი დრო გაატარა.
ზაზამ 22 წუთში 12-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მეტოქის ფარზე კი სეზონისთვის სარეკორდო 9 მოხსნა განახორციელა.
ქართველი ცენტრის აქტივში 1 პასიც გახლდათ. ჰორფორდმა მხოლოდ 15 წუთს ითამაშა და 6 ქულასა და 8 მოხსნას დასჯერდა.
“ჰოუქსმა” დიდი შესვენებისთვის 16-ქულიანი უპირატესობა დაიბევა და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია.
ატლანტელებმა დღეს, გამთენიისას აღმოსავლეთ კონფერენციაში ერთ–ერთ უმთავრეს მეტოქე „დეტროიტს“ ესტუმრნენ და უმნიშვნელოვანესი გამაჯვება მოიპოვეს – 99:95.
ფაჩულია ამ შეხვედრასი შედარებით მოკრძალებული იყო: 4 ქულას და 6 მოხსნას დასჯერდა მოედანზე გატარებულ 18 წუთში. ზაზამ სროლები ასპტოცენტიანი წარმატებით შეასრულა: ორივე საჯარიმო და ერთი ორქულიანი ზუსტად სტყორცნა.
ჰორფორდმა ამჯერად 34 წუთი გაატარა მოედანზე და 15 ქულასა და 7 ქულას 2 დაფარებაც მოაყოლა.
“უიზარდსთან” გამარჯვება “ატლანტასთვის” სეზონში 31-ე გახლდათ, რისი წყალობითაც გუნდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში მე-2, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილი შეინარჩუნა.