„გალათასარაიში“ მისვლის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ ისე ითამაშა, როგორც მისგან მისი გულშემატკივარი ელოდა. ქართველ ცენტრს აქამდე ტრავმა უშლიდა ხელს, რომელიც, როგორც ჩანს, საბოლოოდ მოირჩინა და საკუთარი ძალაც გამოაჩინა. ქართველმა ცენტრმა ევროლიგის მორიგ ტურში ორმაგი დუბლი შეასრულა და თავის გუდს სტამბოლში პოლონურ „პროკომთან“ მოაგებინა – 78:76.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 32 წუთში 19 ქულა, 10 მოხსნა 2 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 11–დან 7 ორქულიანი და 10–დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ყველაზე მთავარი კი ის ქულები გახლდათ, რომლებიც ზაზამ ძირითადი დროისა და ოვერტაიმის ბოლო წამებზე მოაგროვა, რითაც „გალათასარაის“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
6 ტურის შემდეგ „გალათასარაის“ 3–3 მოგებ–წაგება აქვს და D ჯგუფში მეოთხე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს სტამბოლელები 1 დეკემბერს ყაზანში, „უნიქსის“ წინააღმდეგ ითამაშებენ.
ბარსელონა 6 0 501 377 12
სიენა 4 2 493 449 10
უნიქსი 4 2 436 428 10
გალათასარაი 3 3 440 459 9
ოლიმპია 1 5 358 459 7
პროკომი 0 6 412 468 6