ფაჩულიას სურდომ სათამაშო დრო შეუმცირა

ზაზა ფაჩულიამ „ატლანტას“ უკანასკნელ 2 მატჩში მთლიანობაში 6 წუთი ითამაშა. გუშინ „სან ანტონიოსთან“ 92:108 წაგებულ შეხვედრაში ქართველი ცენტრი გაციების გამო მოედანზე ვერ გავიდა, დღეს გამთენიისას კი, „ატლანტამ“ „ინდიანა“ 97:83 რომ დაამარცხა, ფაჩულიამ მხოლოდ 6 წუთი ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 2 მოხსნის, 1 პასის და 1 დაფარების მოგროვება შეძლო.
 
„ატლანტას“ 16 მოგება და 9 მარცხი აქვს, საკუთარ დივიზიონში „მაიამისა“ და „ორლანდოს“ ჩამორჩება, ხოლო მთლიანად აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–5 ადგილზეა განთავსებული. მომდევნო მატჩს ატლანტელები 14 დეკემბერს დეტროიტში ითამაშებენ.