ფაჩულიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, თუმცა შაბათს მისი თამაში სათუოა

ფაჩულიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, თუმცა შაბათს მისი თამაში სათუოა

ზაზა ფაჩულიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ, ქართელი ცენტრი ნბა-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მომავალ, შაბათს დაგეგმილ მატჩში ითამაშებს, თუმცა MRI-ის დიაგნოსტიკამ ქართელის ქუსლის ტრავმაში სერიოზული ვერაფერი აღმოაჩინა.
ზაზამ ქუსლი “სან ანტონიოსთან” სერიის მეორე მატჩის მსვლელობისას იტკინა, რის გამოც მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა და თავისიანებს 4 ქულით, მოხსნით და 2 შედეგიანი გადაცემით შეეშველა.“გოლდენ სტეიტ უორიორზისა” და “სან ანტონიო სპერზის” დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ანგარიში 2:0-ია კალიფორნიელთა სასარგებლოდ. მესამე შეხვედრა 21 მაისს ტეხასის შტატში ჩატარდება. მომავალ მატჩში საეჭვოა როგორც ზაზა ფაჩულიას, ასევე სან ანტონიოელთა ლიდერის კავაი ლეონარდის თამაშიც.