ფაჩულიას ვაშინგტონური ოთხიანები და “ატლანტას” მოგება

ფაჩულიას ვაშინგტონური ოთხიანები და “ატლანტას” მოგება

ზაზა ფაჩულიას გუნდმა როგორც იქნა მოიგო. „ატლანტა ჰოუქსმა“ წინა 2 მატჩი ისე წააგო, წარმატების შანსი თითქმის არ ჰქონია და მათი მწვრთნელიც ძალიან აღშფოთდა. თუმცა მორიგ მატჩში ატლანტელებმა მწვრთნელი გაახარეს – „ქორებმა“ ვაშინგტონელი „ჯადოქრები“ 116:96 დაამარცხეს.
 
ატლანტელებმა მეტოქეს ისე დამაჯერებლად მოუგეს, რომ მათ მწვრთნელს მოთამაშეთა ლავირების საშუალება მისცეს. შესაბამისად, სათამაშო დროც განაცხადში მყოფ ყველა კალათბურთელს ებოძა, რაც მიმდინარე სეზონში პირველი შემთხვევაა. ზაზა ფაჩულიას ბოლო მატჩებთან შედარებით საკმაოდ ბევრი – 20,29 წუთი ერგო და ქართველმა ცენტრმა თამაში 4 ქულით, 4 მოხსნით და 2 დაფარებით დაასრულა. ზაქზამ 4–დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 საჯარიმოდან კალათში 2 მოათავსა.
 
ეს ატლანტელთათვის მე–8 მოგება გახლდათ 7 მარცხის წილ და ისინი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–6 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს „ქორები“ ნიუ იორგში 27 ნოემბერს ჩაატარებენ.