ფაცაიამ სუპერლიგაში, ცინცაძემ – ვითიბი ლიგაში წააგო

ფაცაიამ სუპერლიგაში, ცინცაძემ – ვითიბი ლიგაში წააგო

უკრაინულ გუნდებშ მოასპარეზე ქართველებმა სხვადასხვა ტურნირის ეგიდით ითამაშეს. ლევან ფაცაციას “აზოტმა” უკრაინის სუპერლიგის შეხვედრა გამართა, ხოლო გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” ვი-თი-ბი ლიგაში ითამაშა.
სამწუხაროდ, ორივე გუნდმა წარუმატებლად იასპარეზა. “დონეცკმა”“ნიჟნი ნოვგოროდს” უმასპინძლა და 75:83 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 26:52 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ცინცაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

ლევან ფაცაცია (მარჯვნივ) ბურთისთვის იბრძვის
4 მოგებით და 3 მარცხით “დონეცკი” ვი-თი-ბი ლიგის A ჯგუფში მე-5 ადგილზე იმყოფება. 8 დეკემბერს ცინცაძის კლუბი რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელს – ყუბანის “ლოკომოტივს” უმასპინძლებს.
უკრაინულ სუპერლიგაში ფაცაციას “დნიპროაზოტი” დედაქალაქში “ ბკ კიევს” ესტუმრა და ზედიზედ მე-6 მარცხი განიცადა – 72:81. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 34:50 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
ფაცაციამ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა. ფაციაზე უკეთ დნეპროპეტროვსკელთაგან მხოლოდ დონალდ სიმსმა ითამაშა, რომელმაც 28 ქულა დააგროვა. მორიგი მატჩიც გასვლაზე ელის “აზოტს”. 13 დეკემბერს დნეპროპეტროვსკელები “გოვერლას” დაუპირისპირდებიან.