ფაცაცაიამ ივანო-ფრანკოვსკელებს 16 ქულა ჩაუგდო

ლევან ფაცაციას შედეგიანი თამაშის მიუხედავად, დნიპროძერჟინსკის “აზოტმა” უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში დამარცხდა. აზოტელები ივან-ფრანკოვსკში “გალიჩინას” შეხვდნენ და მატჩი 69:83 დათმეს.
ფაცაციამ 35.42 წუთი ითამაშა და დნიპროძერჟინსკელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ლევანმა 6-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულასთან ერთად ფაცაციამ 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.
აზოტელთაგან 25 ქულით ბომბარდირი დონალდ სიმსი გახდა, მეორე ამერიკელმა, სემ მელდოუმ კი 18ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. გამარჯვებულ გალიჩინელთაგან კი საუკეთესო კინდელ დაიქსი იყო 22 ქულით.
1 მოგებითა და 9 წაგებით “დნიპროაზოტი” უკრაინულ სუპერლიგაში ბოლო, მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფაცაციას გუნდი 22 დეკემბერს, სტუმრად “ფეროსთან” გამართავს.