ფაცაციას 5 ქულა და გამარჯვება ვოლგოგრადში

ფაცაციას 5 ქულა და გამარჯვება ვოლგოგრადში

ლევან ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდი“ ვოლგოგრადში „კრასნი ოქტიაბრს“ ესტუმრა და საერთოდ არ უნერვიულია, ისე მოიგო. ქართველი ლეგიონერის გუნდმა საბოლოოდ 96:74 იმარჯვა.
ფაცაცია სათადარიგო იყო და მთლიანობაში 15:44 წუთი ითამაშა. ქართველმა ლეგიონერმა 2-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 ორიანი ჩააგდო. საბოლოოდ ფაცაციამ 5 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა, 4 ჯარიმა მიიღო და ბურთიც 1-ჯერ  დაკარგა.
„ნიჟნი ნოვგოროდს“ 13 მოგება და 2 მარცხი აქვს და მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფაცაციას გუნდი მინსკში, ადგილობრივ „ცმოკისთან“ გამართავს.