ფაცაციას 6 წუთი და გამარჯვება მინსკში

ლევან ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდმა“ ვითიბი ლიგაზე მორიგი მატჩი მინსკში გამართა, სადაც აუტსაიდერი „ცმოკი“ 93:79 დაამარცხა. ქართველ ფორვარდს ბევრი არ უთამაშია – მოედანზე 6 წუთი გაატარა და თითო ორიანი და სამიანი ააცილა.
სტუმართაგან ამერიკელი ტრეი ტომპკინსი გამოირჩა, რომელმაც თავი 24 ქულას და 10 მოხსნას მოუყარა. “ნიჟნი ნოვგოროდმა” 14 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და მე-3 ადგილზე იმყოფება. ფაცაციას გუნდი მომდევნო მატჩს 1 თებერვალს სტუმრად ტალინის “კალევთან” ჩაატარებს.