ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდმა” ევროლიგაში “ეფესი” დაამარცხა

ევროლიგის მორიგ ტურში უმნიშვნელოვნესი გამარჯვება მოიპოვა ლევან ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდმა“. რუსულმა გუნდმა სტამბოლის „ეფესს“ უმასპინლა და საკმაოდ იოლად – 109:90 დაამარცხა.
ეს გახლდათ ნოვგოროდელთა მე-2 გამარჯვება. ფაცაციას გუნდს ასევე 2 წაგება აქვს და ამ შედეგით ტოპ-16-ის F ჯგუფში „ეფესთან“ და „ფენერბაჰჩესთან“ III-V ადგილებს იყოფს.
რაც შეეხება „ეფესთან“ მატჩს, ფაცაციამ 14:45 წუთი ითამაშა და 2 ქულა დააგროვა. ქართველმა 1-დან 1 ორიანი ჩააგდო, სხვა ღირებულების სროლა არ განუხორციელებია 3 ჯარიმა მიიღო.
ნოვგოროდელებს არწიომ პარახუცკიმ ულიდერა 27 ქულით, ხოლო ტეილორ როჩესტიმ გუნდს 19 ქულა და 15 მოხსნა შემატა.  მომდევნო საევროლიგო მატჩს „ნიჟნი ნოვგოროდი“ 29 იანვარს მოსკოვში, ცსკა-სთან გამართავს.