ფაცულიას 12 ქულა და “დალასის” მარცხი “ნიუ ორლეანთან”

ფაცულიას 12 ქულა და “დალასის” მარცხი “ნიუ ორლეანთან”

ზაზა ფაჩულიას „დალასი“ „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიუორეალენელებს თამაშის მსვლელობისას ტრავმის გამო სუპერვარსკვლავი ენტონი დევისი გამოაკლდათ, მაინც იოლად იმარჯვეს – 120:105. თანაც, სეზონის 6 წაგებით დაწყების შემდეგ ეს პირველი გამარჯვება იყო „პელიკანებისთვის“.
ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და 6-დან ექვსივე საჯარიმო ჩააგდო და მოგროვებულ 12 ქულას 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაყოლა, ბურთი კი არ დაუკარგავს. დალასელთაგან 15 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო შედეგი ჩარლი ვილანუევამ დააფიქსირა, დირკ ნოვიცკის ანგარიშზე კი 18 ქულა და 4 მოხსნა დაგროვდა.
3 მოგებითა და 4 წაგებით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში 9-11 ადგილებს იყოფს. ფაჩულიას გუნდის მორიგი მეტოქე მრესხანე „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ იქნება. შეხვედრა დალასში 12 ნოემბერის გამთენიისას (ჩვენი დროით) გაიმართება.

ფაჩულია ბურთით, ენტონი დევისი – ფიცარნაგზე