ფედერაციის გამგეობის წევრები სასტუმრო რედისონში მწვრთნელებს შეხვდნენ

დღეს, სასტუმრო “რედისონში” კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა მოქმედ და ვეტერან მწვრთნელებს შეხვდა. საკალათბურთო წრეებთან ეს გახლდათ რიგით მე-7 შეხვედრა, რომლებიც ფედერაციამ ოქტომბრის დასაწყისში დაგეგმა. შეხვედრაზე მოსულმა მწვრთნელებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს კალათბურთში მიმდინარე პროცესებზე და გამგეობის წევრებს საარჩევნო პროცესში მათი უფრო მასშტაბური მონაწილეობის თხოვნით მიმართს.
ბოლო თვენახევარში ასეთი ტიპის შეხვედრები გამგეობის წევრებმა ვეტერანებთან, მსაჯებთან, აღმოსავლეთისა და დასავლეთის საკალათურთო წრეებთან, ასევე საკალათბურთო კავშირებთან და ორგანიზაციებთან გამართეს. ეს შეხვედრები ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ გამგეობის წევრებს მოესმინათ საკალათბურთო საზოგადოების აზრი და მათი სურვილები საარჩევნო პრცედურების, დელეგატთა რაოდენობის განსაზღვრის დროს გაეთვალისწინებინათ.
საკალათბურთო წრეებთან დაგეგმილი შეხვედრები დასრულდა. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა ხვალ, 14 ნოემბერს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდება. 19 ნოემბერსაა დაგეგმილი შეხვედრა სპორტის სამინისტროში, რის შემდეგაც ფედერაციის გამგეობა არჩვნებთან დაკავშირებით ყველა აუცილებელ დეტალს გამოაქვეყნებს.