ფედერაციის მილოცვა როლანდ ხომერიკს
GBF
2019-09-13
ბატონი როლანდი გახლავთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც დაარსებიდან დღემდე მუშაობს ფედერაციაში და იღწვის ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ. დღესდღეობით, როლანდ ხომერიკს უკავია მსაჯთა კავშირის ხელმძღვანელის თანამდებობა და ამავდროულად კომისრის რანგში ემსახურება საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების მატჩებს.