ფედერაციის სამძიმარი – გარდაიცვალა ილო მირიანაშვილი

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ვეტერანი კალათურთელი და სპორტული მოღვაწე, ილო მირიანაშვილი და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.
ილო მირიანაშვილი დაიბადა 1933 წლის 27 ივნისს. გახლდათ საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ წევრი. საბჭოთა კავშირის ზამთრის პირველობისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.
ბატონი ილო გახლდათ საკავშირო კატეგორიის მსაჯი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და სპორტის ოსტატი. ფიზკულტურის ინსტიტუტის სპორტული თამაშების კათედრის უფროსი მასწავლებელი და ასისტენტ პროფესორი.
პანაშვიდი 21 დეკემბერს დაკრძალვა 22 დეკემბერს, 14:00 საათზე მისამართი: წყნეთის ქუჩა, მე-3 კორპუსი